Forgot Login?   Sign up  

ყველაზე ხშირად მონახულებადი ვიდეოები

კართან მოდგა შემოდგომა, ნაადრევად მოფრენილი,

გაზაფხულის მეგობრები დამეფანტნენ ფოთლებივით,

დამეფანტნენ ფოთლებივით...

ზოგი ომის ქარიშხალში, ზოგიც კიდევ მშვიდობაში,

 ზოგი იქით ბავშობაში, ზოგი აქეთ დიდობაში,

ზოგი აქეთ დიდობაში...

ის დღეები მენატრება, გულსავსე და მხიარული,

მომეწყინა ქვეყანაზე უმეგობროდ სიარული,

უმეგობროდ სიარული,

ეს ცხოვრება გაგვივლია, გვიშრომია, გვიომია,

რა ძნელია მოძმის პოვნა, დაკარგვა კი იოლია.

დაკარგვა კი იოლია...

ო რა უცებ გაფანტულა ნაადრევი სიხარული,

ძალზედ ხშირად მახსენდება ის პირველი სიყვარული,

ის პირველი სიყვარული...

რა ყოფილა მოგონება, გული დარდით დამექარგა,

სიყმაწვილის ბილიკებზე ერთი გოგო დამეკარგა,

ერთი გოგო დამეკარგა...

მენატრება მისი ნახვა, მისი გული მხიარული,

მომეწყინა ქვეყანაზე უალერსოდ სიარული,

უალერსოდ სიარული...

ეს ცხოვრება გაგვივლია, გვიშრომია, გვიომია,

რა ძნელია სატრფოს პოვნა, დაკარგვა კი იოლია.

დაკარგვა კი იოლია...

NEW VIDEO

თორმეტ სიმიანი გიტარა ვიზუალურად არის ჩვეულებრივი აკუსტიკური გიტარა, თუმცა მას ექვს სიმიანი გიტარისაგან განსხვავებით  თორმეტი სიმი აქვს. სიმები განლაგებულია წყვილ - წყვილად და ერთი სიმის მაგივრობას წევს ორი სიმი.გიტარის პირველი სამი წყვილი სიმი აწყობ...
5818 Hits
 ვესტერნ გიტარა არის იგივე აკუსტიკური გიტარა, თუმცა საკმაოდ დიდი სხვაობაა ვესტერნ და კლასიკურ გიტარას შორის. კლასიკური, ნეილონის სიმებიანი გიტარისაგან განსხვავებით ვესტერნს აქვს რკინის სიმები, ასევე მისი კორპუსი (დეკა) არის შედარებით უფრო მასიური და ...
5410 Hits
 კლასიკური, ანუ ნეილონის სიმებიანი გიტარა არის ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული პროფესიონალი მუსიკოსის მიერ,თუმცა რეკომენდირებულია დამწყებთათვის და ასევე მოყვარულებისათვის. მსგავსი ტიპის ინსტრუმენტს შეიძლება შეხვდეთ ძალიან ბევრ ქართულ ...
12203 Hits
200 წლის გიტარები...გიტარა — სიმებიანი საკრავია, ინსტრუმენტზე დაკვრა შესაძლებელია თითებით, ასევე მედიატორით. თანამედროვე გიტარა შეიძლება იყოს ექვსი, შვიდი, რვა და თორმეტ სიმიანი. ტრადიციულად, გიტარა მზადდებოდა სხვა და სხვა ხისაგან, სიმები კი ცხოველებ...
10531 Hits