ყვავილების ქვეყანა

ყვავილების ქვეყანა ჩოქვით შემოვიარე,

რომ მითხარი მოვალო ჭირიმე, რატომ დაიგვიანე,

შენთვის დაკრეფილი მაქ ნარნარი ყვავილები,

მინდა გულზე დაგაკრა ჭირიმე, ვით ლამაზი ღილები.

აი რატომ დაგეძებ, რისთვის დავიარები

და რატომ მენატრება ჭირიმე შენი შავი თვალები.