კლასიკური გიტარა და მწარმოებლები

classsic-guitar

კლასიკური გიტარა - ნეილონის სიმებით ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ითვლება ყველა სხვა სახის გიტარის წინამორბედად.მისი პირველი პროტოტიპი შექმნა ანტონიო დე ტორესმა 1860 წელს. კლასიკურ გიტარას აქვს ძალზედ თბილი,მელანქოლიული და ზოგ შემთხვევაში მისტიური ჟღერადობა,რის გამოც გარდა კლასიკური მუსიკისა, მას მასიურად იყენებენ მუსიკის სხვა და სხვა ჟანრში. საკმარისია აღინიშნოს ფლამენკოს სტილი, რომელიც ალბათ წარმოუდგენელია კლასიკური გიტარის გარეშე, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ წმინდა კლალსიკური  და კერძოდ ფლამენკოს სტილის გიტარებში არის გარკვეული სხვაობა, ფლამენკოს სტილის გიტარები კლასიკური გიტარის ნაირსახეობაა, თუმცა ის უფრო მსუბუქი ხის მასალისგან მზადდება.

 კლასიკურ გიტარას დღეს-დღეისობით უამრავი კომპანია აწარმოებს, მათ შორის ისეთი გიგანტები როგორიცაა: Fender, Gibson, Ibanez, Yamaha, Washburn და ა.შ.

  ხარისხიანი ინსტრუმენტის  ღირებულება ხან და ხან რამოდენიმე ათასიც კი შეიძლება იყოს, რადგანაც ზემოთ ჩამოთვლილი ბრენდები ითვალისწინებენ ყველა კომპონენტს იმისათვის, რომ ყოველი ინსტრუმენტი იყოს მაქსიმალურად დახვეწილი და ინდივიდუალური. თუმცა უნდა აღინიშნოს, მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ხსენებული მწარმოებლები უდაო ლიდერები არიან, კლასიკოსთა დიდი ნაწილი პრიორიტეტს მაინც ესპანური წარმოების გიტარებს ანიჭებს, როდესაც საუბარია კლასიკურ გიტარაზე. ესპანური წარმოების გიტარებში უმაღლესი ხარისხის გიტარებად ითვლება Amelia, Valencia და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ კლასიკურ გიტარას აქვს განსაკუთრებული დანიშნულება, თბილი და მისტიური ჟღერადობა, იგი რეკომენდირებულია დამწყებთათვის, რადგანაც სტანდარტული გრიფის ფორმა თავიდანვე განაპირობებს მარცხენა ხელის თითების სწორ განვითარებას, ნეილონის სიმები კი ხელს უწყობს აკორდული მოცემულობების ადვილად გაჟღერებას.

ნ. ანდღულაძე

გიტარის ისტორია