თორმეტ სიმიანი გიტარა

12-str

თორმეტ სიმიანი გიტარა ვიზუალურად არის ჩვეულებრივი აკუსტიკური გიტარა, თუმცა მას ექვს სიმიანი გიტარისაგან განსხვავებით  თორმეტი სიმი აქვს. სიმები განლაგებულია წყვილ - წყვილად და ერთი სიმის მაგივრობას წევს ორი სიმი.

გიტარის პირველი სამი წყვილი სიმი აწყობილია უნისონში, ანუ აქვს ერთი და იგივე ჟღერადობა და ასევე არის ერთი ზომის. ქვედა დაბალი სამი სიმის წყვილი სიმები კი იწყობა ოქტავით მაღლა და მათი ზომა (სისქე) თანამიმდევრულად იზრდება.

თორმეტ სიმიანი გიტარის წყობა: 1.1-E,  2.2-B,  3.3-G, 4-D.4-D octave, 5-A.5-A octave, 6-E. 6-E octave

Continue reading
7000 Hits

ვესტერნ გიტარა

west

 ვესტერნ გიტარა არის იგივე აკუსტიკური გიტარა, თუმცა საკმაოდ დიდი სხვაობაა ვესტერნ და კლასიკურ გიტარას შორის. კლასიკური, ნეილონის სიმებიანი გიტარისაგან განსხვავებით ვესტერნს აქვს რკინის სიმები, ასევე მისი კორპუსი (დეკა) არის შედარებით უფრო მასიური და დიდი, როგორც სიგანეში ისე სიმაღლეში. აქვს ვიწრო გრძელი გრიფი და იგი თავის დიზაინით და ფორმით ელექტრო გიტარის გრიფს უფრო წააგავს, ვიდრე კლასიკურისას.

Continue reading
6838 Hits

როგორ ავარჩიოთ კლასიკური გიტარა - ყიდვისას

classic-guitar-archeva

 კლასიკური, ანუ ნეილონის სიმებიანი გიტარა არის ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული პროფესიონალი მუსიკოსის მიერ,თუმცა რეკომენდირებულია დამწყებთათვის და ასევე მოყვარულებისათვის. მსგავსი ტიპის ინსტრუმენტს შეიძლება შეხვდეთ ძალიან ბევრ ქართულ ოჯახში, თუმცა აღმოჩნდება, რომ მეპატრონე მოგვიანებით ან შემთხვევით აღმოაჩენს, რომ ინსტრუმენტი არის დაბალი ხარისხის, ან ქარხნული "ბრაკი ",  მაგრამ ამაზე ფიქრი დაგვიანებულია, რადგანაც ფულიც გადახდილია და ერთი შეხედვით ინსტრუმენტსაც არაფერი  სჭირს.

Continue reading
14085 Hits

გიტარის ისტორია

vermeer-guitar-player

200 წლის გიტარები...

გიტარა — სიმებიანი საკრავია, ინსტრუმენტზე დაკვრა შესაძლებელია თითებით, ასევე მედიატორით. თანამედროვე გიტარა შეიძლება იყოს ექვსი, შვიდი, რვა და თორმეტ სიმიანი. ტრადიციულად, გიტარა მზადდებოდა სხვა და სხვა ხისაგან, სიმები კი ცხოველების ნაწლავებისაგან, თუმცა სიმების დამზადების მსგავსი ტრადიცია თანამედროვეობაში აღარ არსებობს, თანამედროვე სიმები არის ნეილონის ან ფოლადის. ზოგიერთი გიტარა დამზადებულია პოლიკარბონატისაგან. არსებობს გიტარის ორი ძირითადი კლასიფიკაციაა: აკუსტიკური და ელექტრო.აკუსტიკური გიტარა, ამოჭრილი კორპუსით, უკვე მრავალი საუკუნეა გამოყენებაში. თანამედროვე აკუსტიკური გიტარის სამი ძირითადი ტიპი არსებობს: კლასიკური გიტარა (ნეილონის სიმებით). ვესტერნ გიტარა (ფოლადის სიმებით) და არქ – ტოპ გიტარა. აკუსტიკური გიტარის ჟღერადობა წარმოიქმნება სიმების ვიბრაციით, რომელსაც აძლიერებს გიტარის კორპუსი (დეკა ).კლასიკურ გიტარაზე ძირითადად სრულდება კლასიკური ნაწარმოებები, ხშირ შემთხვევაში ინდივიდუალურად, შეიძლება იყოს გამოყენებული აკომპანიმენტშიც.. მას აქვს ტრადიციული ფორმა და გრიფის სიგანე არის სტანდარტული ზომის. კლასიკური ანუ ნეილონის სიმებიანი გიტარა იკვრება ძირითადად თითებით - სიმებზე გადათვლით - ამ ტექნიკას ‘’არპეჯიო’’ ეწოდება. ვესტერნ გიტარას აქვს უფრო დიდი კორპუსი (დეკა) და შედარებით ვიწრო გრიფი კლასიკურისგან განსხვავებით, აქვს რკინის სიმები და მას ხშირად საკონცერტო ‘’რიტმ’’ გიტარას უწოდებენ, თუმცა ორივე – კლასიკური და ვესტერნ გიტარაც, შეიძლბა გამოყენებული იქნას სოლო პარტიტურის შესასრულებლად. ამის უამრავი მაგალითი არსებობს თანამედროვე მუსიკაში. არქ – ტოპ გიტარა დიზაინით ვიოლინოს ჰგავს, მას ერთი ჭრილის მაგივრად გააჩნია ორი ვიოლინოს მაგვარი ჰორიზონტალური ღარი სიმების ზემოთ და ქვემოთ გვერდზე.

ელექტრო გიტარა შიქმნა 1920 - 1930 –იან წლებში, ელექტრო გიტარის გამოჩენამ მოახდინა რევოლუცია და ბევრ მუსიკალურ ჟანრს თუ მიმდინარეობას ჩაუყარა საფუძველი. გიტარა ითვლება მთავარ ინსტრუმენტად ისეთ ჟანრებში, როგორიცაა ჯაზი , ფლამენკო, რეგი, ჯაზ –როკი, როკი, მეტალი და ბევრი სხვა მუსიკალური სტილი.

კლასიკური გიტარის ისტორია.კონკრეტული ადგილ მდებარეობა, თუ სად შეიქმნა პირველი გიტარა ანუ გიტარის სამშობლო ცნობილი არ არის. მკვლევართა აზრით გიტარის სამშობლო არის აღმოსავლეთი. თარი სპარსულად სიმს ნიშნავს, თარის წინდებულები ‘’დუ’’ ორს და ‘’სი’’ სამს. (დუ –ტარა) (სი-ტარა). ასეთი დასახელება სიმების რიცხვს გამოხატავდა. ასე რომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პირველი გიტარა იყო სამ სიმიანი. ეს საკრავი მრავალი ასწლეულის წინ აღმოსავლეთიდან ძველ საბერძნეთში მოხვედრილა. იქ კი თანდათან დაივიწყეს, რომ ეს სამ სიმიანი საკრავი იყო და დროთა განმავლობაში მას ემატებოდა სიმებიც და შეეცვალა სახელიც. ჩვენამდე ეს საკრავი მოვიდა და ცნობილია გიტარის სახელწოდებით.ასე რომ გიტარის სამშობლოდ შეიძლება საბერძნეთი ვივარაუდოთ, თუმცა გიტარის მეორე სამშობლოდ ითვლება ესპანეთი, სადაც ეს საკრავი VIII—IX საუკუნეებში ფართოდ გავრცელდა, ხოლო თითქმის იმ სახით, როგორი სახითაც გვხვდება დღეს კლასიკური გიტარა, ეს ინსტრუმენტი 1860 წელს გამოიგონა ანტონიო დე ტორესმა.ესპანეთიდან გიტარა მთელ ევროპას “მოედო”. საქართველოში ის მე _19 საუკუნეში შემოვიდა.

კლასიკური გიტარა

Continue reading
12561 Hits

კლასიკური გიტარა და მწარმოებლები

classsic-guitar

კლასიკური გიტარა - ნეილონის სიმებით ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ითვლება ყველა სხვა სახის გიტარის წინამორბედად.მისი პირველი პროტოტიპი შექმნა ანტონიო დე ტორესმა 1860 წელს. კლასიკურ გიტარას აქვს ძალზედ თბილი,მელანქოლიული და ზოგ შემთხვევაში მისტიური ჟღერადობა,რის გამოც გარდა კლასიკური მუსიკისა, მას მასიურად იყენებენ მუსიკის სხვა და სხვა ჟანრში. საკმარისია აღინიშნოს ფლამენკოს სტილი, რომელიც ალბათ წარმოუდგენელია კლასიკური გიტარის გარეშე, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ წმინდა კლალსიკური  და კერძოდ ფლამენკოს სტილის გიტარებში არის გარკვეული სხვაობა, ფლამენკოს სტილის გიტარები კლასიკური გიტარის ნაირსახეობაა, თუმცა ის უფრო მსუბუქი ხის მასალისგან მზადდება.

Continue reading
4284 Hits