თორმეტ სიმიანი გიტარა

12-str

თორმეტ სიმიანი გიტარა ვიზუალურად არის ჩვეულებრივი აკუსტიკური გიტარა, თუმცა მას ექვს სიმიანი გიტარისაგან განსხვავებით  თორმეტი სიმი აქვს. სიმები განლაგებულია წყვილ - წყვილად და ერთი სიმის მაგივრობას წევს ორი სიმი.

გიტარის პირველი სამი წყვილი სიმი აწყობილია უნისონში, ანუ აქვს ერთი და იგივე ჟღერადობა და ასევე არის ერთი ზომის. ქვედა დაბალი სამი სიმის წყვილი სიმები კი იწყობა ოქტავით მაღლა და მათი ზომა (სისქე) თანამიმდევრულად იზრდება.

თორმეტ სიმიანი გიტარის წყობა: 1.1-E,  2.2-B,  3.3-G, 4-D.4-D octave, 5-A.5-A octave, 6-E. 6-E octave

 

თორმეტ სიმიანი გიტარის შექმნის ორი ვერსია არსებობს: პირველი - მე-20 საუკუნის დასაწყისში Oscar Schmidt -ის გიტარის მანუფაქტურაში  შეიმუშავეს ადგილობრივმა იტალიელმა მუშებმა, მეორე - ასეთი ტიპის გიტარა მექსიკიდან შემოვიდა ამერიკაში, ასევე მე-20 საუკუნის დასაწყისში.

     თორმეტ სიმიან გიტარას აქვს უნიკალური და განუმეორებელი ჟღერადობა, მას ხშირად როიალსაც კი ეძახიან, თავისი სავსე, მდიდრული და სრულყოფილი ჟღერადობის გამო. მისი გამოყენება შეიძლება ინდივიდუალურად და რა თქმა უნდა აკომპანიმენტშიც. ის ერთი-ორად ამდიდრებს არანჟირების საერთო მუსიკალურ მონახაზს. არ შეიძლება არ აღინიშნოს სიმღერა " Hotel California ", რომლის ინტრო და გიტარის რიტმული ნაწილი შესრულებულია თორმეტ სიმიან გიტარაზე.

  როგორც ავღნიშნეთ თორმეტ სიმიანი გიტარა იწარმოება აკუსტიკური გიტარის ბაზაზე, თუმცა 70- იანების დასაწყისში Gibson-მა ერთ-ერთმა პირველმა, გამოუშვა ელექტრო გიტარის მოდელი რომელმაც შოკში ჩააგდო საზოგადოება. მას ერთ კორპუსზე ჰქონდა ორი გრიფი, როგორც ექვსიანი, ასევე თორმეტიანი, ფაქტიურად ეს იყო ორი გიტარა ინტეგრირებული ერთი ხის კორპუსში, რომელიც თითქმის ორჯერ დიდია ჩვეულებრივი ელექტრო გიტარის  ხის კორპუსსზე. გიტარის ზედა გრიფი იყო თორმეტ სიმიანი, ქვედა კი ექვსიანი.

Jimmy Page - იყო ერთ-ერთი პირველი გიტარისტი, რომელმაც გამოიყენა მსგავსი ტიპის გიტარა თავის მუსიკაში.

ნ.ანდღულაძე

ვესტერნ გიტარა