პანჩო - ასი წლის შემდეგ

 ასი წლის შემდეგ ისევ ქალაქში ზამთარი მოვა,
 ასი წლის შემდეგ ისევ დაიწყებს ფანტელი თოვას,
   ასი წლის შემდეგ ისევ გეჯდები მღელვარედ გვერდზე,
    ასი წლის შემდეგ ისევ გაკოცებ მხურვალედ ხელზე.......


მის:
მე ისევ მიყვარხარ, როგორც უწინ
   და ისევ  მაკვირვებს შენი ცრემლები,
                     მე ისევ გნახე  ქუჩაში გუშინ
                     და ავიფარე სახეზე ხელი.....................
..................................
ასი წლის შემდეგ ისევ ვიჯდებით მე და შენ ბაღში,
   ასი წლის შემდეგ ისევ  ვიჩხუბებთ,შენ წახვალ სახლში,
   ასი წლის შემდეგ გზაზე გამინათებს მე შენსკენ მთვარე,
           ასი წლის შემდეგ როცა გამიღებ პატარავ კარებს......
მის:
          მე გეტყვი, მე ისევ მიყვარხარ, როგორც უწინ
   და ისევ  მაკვირვებს შენი ცრემლები,
                     მე ისევ გნახე  ქუჩაში გუშინ
                     და ავიფარე სახეზე ხელი.....................
..................................
           ასი წლის შემდეგ ალბათ ვიქნებით ას-ოცდაათის,
           ასი წლის შემდეგ მოგვენატრება ჩვენ ოცდაათი,
           ასი წლის შემდეგ მაინც ვიჯდებით ბებრები ერთად,
      ასი წლის შემდეგ როცა ვიქნებით ჩვენ ახლოს ღმერთთან..........
მის:
          მე გეტყვი, მე ისევ მიყვარხარ, როგორც უწინ
   და ისევ  მაკვირვებს შენი ცრემლები,
                     მე ისევ გნახე  ქუჩაში გუშინ
                     და ავიფარე სახეზე ხელი..........