გაზაფხული შემოსულა ლენ
გაზაფხული შემოსულა ლენ,
რია – რია აუტეხავთ ჩიტებს,
მე გიყიდი წიტელ ყვითელ ჩითებს,
თეთრი ტილო მომიქარგე შენ...
მენატრება სათიბი და ტყე,
სუნი ქუსლით გათელილი ანწლის,
შორს გუმბათი ბეთანიის ტაძრის
და ცისფერი უბორკილო დღე
აწი ვეღარ გაგაჩერებ შინ,
აწი ოჯახს ვერ დავარქმევ დილეგს,
მკვირცხლი ბიჭი გაუყენე ბილიკს,
მწევარივით გამიხტუნე წინ.