ზამთარია

ზამთარია, სიცივეა, შემოდგომა მიდის,
მეშინია სიცივისა ზამთარში რომ იცის,

მის:

 შარშან უფრო საშინელი ცივი ქარი ქროდა,
მაგრამ მაშინ ჩემთან იყავ სულ არ მეშინოდა...

ნუთუ მართლა შეგეშინდა ზამთრის სიცივისა,
მაშინ რატომ მიმატოვე ვის მივმართო ვისა,

მის:
ვინ გამითბოს, ვინ გამილღოს გაყინული გული,
ან მე რად მაქვს ჩემო კარგო ასე ცივი გული,
გაზაფხულდა, დამიბრუნდი, დამიბრუნე გული,
გაზაფხულო დამიბრუნე ძველი სიყვარული.