ზუმბა და 33ა - ბგერების ზღვაში

გადაღლილი გრძნობით აივსო სივრცე,
ნაცნობი ხმებით გაგრძელდა დღე,
ჩვენ ყველას გვინდა აენთოს ისევ,
განვლილი წლების ნათელი მზე...

მის:

სიმღერა გრძნობას სივცეში გაშლის,
დროს გააცილებს ნაცნობი გზა,
ბგერების ზღვაში ჩვენ ვზივართ ნავში,
ზუმბა და 33ა...

ვეცადოთ ერთად რომ აღარ გადაგვღალოს ფიქრებმა,
ბავშობის ოცნება ხომ სრულდება დღეს,
ვიცით რომ უკვე მარტო ვეღარ ვიქნებით,
თენდება ღამე და ცაზე ამოდის მზე...

მის:
სიმღერა გრძნობას სივცეში გაშლის,
დროს გააცილებს ნაცნობი გზა,
ბგერების ზღვაში ჩვენ ვზივართ ნავში,

ზუმბა და 33ა...