ივერია - საქართველოს მანანებო
იმ პატარა სიყვარულის ცრემლებს ვფიცავ,
იმ თეთრ აკვანს, დედაჩემის ცისფერ თვალებს,
ვფიცავ მიწას, ვაჟას გულზე დაყრილ მიწას,
რიჟრაჟს ვფიცავ ნისლებში რომ იფერმრკთალებს...
თუ დავეცე ნუ მიტირებთ დანანებით,
ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი,
საქართველოს ლამაზებო, საქართველოს მანანებო,
დამაყარეთ თქვენი ფერის ყვავილები...
გულით დამაქ სიყვარული განა ხელით,
მყვარებია ჰო ცრემლებიც მყვარებია,
ჩემი ქვეყნის ძველი დარდი და ნაღველი
ხანჯალივით გულში გამიტარებია...
თუ დავეცე ნუ მიტირებთ დანანებით,
ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი,
საქართველოს ლამაზებო, საქართველოს მანანებო,
დამაყარეთ თქვენი ფერის ყვავილები...