ყაყაჩო
დღისით შენს ბაღში ვღიღინებ,
ღამით ყვავილებს ვდარაჯობ,
პირველად შენ გამიღიმე
და მერე შენმა ყაყაჩომ
ყაყაჩო მაგ შენი ბაღის,
გიშრის წამწამა ყაყაჩო,
მე ყოველ ღამით მიცინის,
როცა ყვავილებს ვდარაჯობ,
ვფიცავარ მიწის დიდებას,
მარჯვენა გვიჭრის ვაშკაცებს,
მე ხმლით გავკაფავ მტრის რისხვას,
შენი თვალების კაშკაშზე,
შენ ყვავილები ახარე,
ვარდების მოვლას სხვა რა სჯობს,
და გულზე გადმომაყარე,
მაგ შენი ბაღის ყაყაჩო...