სულიკო
საყვარლის საფლავს ვეძებდი,
ვერ ვნახე დაკარგულიყო,
გულ ამოსკვნილი ვსტიროდი,
სადა ხარ ჩემო სულიკო.................
ეკალში ვარდი შევნიშნე ობლად რომ ამოსულიყო,
გულის ფანცქალით ვკითხავდი, შენ ხომ არა ხარ სულიკო............
........................................................
სულ განაბული ბულბული ფოთლებში მიმალულიყო,
მივეხმატკბილე ჩიტუნას, შენ ხომ არა ხარ სულიკო............................