მაღლა და მაღლა

 რა ახლოსა ხართ ხეებო მზესთან,
რა ახლოსა ხართ მზესთან ზარებო,
გაუხელია თვალები ნესტანს
და მღერის თამარ მეფის სამეფო.......

მის:
სულ ზევით... ზევით, მაღლა და მაღლა,
ნაცრისფერ გზებზე შენს თვალებს ვუმზერ,
სინათლის ფერი მობრუნდა წაღმა,
დაუბნევია მიხაკი გულზე........

ჩვენი სათქმელი უთუოდ დღეს ვთქვთ,
რა დროს შიშია და მოკრძალება,
ეს სიყვარული საუბრობს ღმერთთან
და ალბათ მალე ჩამობრძანდება......
მის:
სულ ზევით... ზევით, მაღლა და მაღლა,
ნაცრისფერ გზებზე შენს თვალებს ვუმზერ,
სინათლის ფერი მობრუნდა წაღმა,
დაუბნევია მიხაკი გულზე........

ათასი კვირტი ათასი ვარდი და აფეთქება ასი ათასი,
გამოღმით შენ ხარ და მე ვარ გაღმით
და გაზაფხული გვაქვს სილამაზე..........

მის:
სულ ზევით... ზევით, მაღლა და მაღლა,
ნაცრისფერ გზებზე შენს თვალებს ვუმზერ,
სინათლის ფერი მობრუნდა წაღმა,
დაუბნევია მიხაკი გულზე........