ქარი კვლავ არხევს ნაცნობ ლელიანს
ქარი კვლავ არხევს ნაცნობ ლელიანს და ბულბულები ისევ მღერიან,
რა ძველებურად გველიან ჩვენი ნაცნობი ვერხვები, ჩვენ კი არასდროს
აღარ შევხვდებით,
ეს ჩვენი გზებიც დაშორდნენ, დავშორდით ცივად უხეშად
და მოგონება დაგვრჩა ნუგეშად...
გზა მშვიდობისა, კარგად მენახე, თუ მოგენატრო ნუ დამიძახებ,
რაც უკვე გაქრა წავიდა, ვეღარ დავიწყებთ თავიდან,
არ დამიძახო გესმის არ მინდა,
განმეორება ძნელია, თუმცა ვერხვები გველიან
და ბულბულები ისევ მღერიან...