დარკვეთელო ქალო
დარგვეთელო ქალო რა დიდგულა ხარო,
გამომყევი სახლში დედა გავახარო,
გარეთ მზეა სულში ბნელა,
შენზე ფიქრი ლანდად დამდევს,
ღვინოსავით მათრობელა ჩემდა ჭირად დაიბადე,
ჩემდა ჭირად დაიბადე....
ვერ გავუძლებ ვიცი თვალებს მაგ შენს თვალებს
და თუ მოგიტაცე მაგათ დააბრალე,
შემეპარე სულში ნელა მაწვალებ და შენცა წვალობ,
ღვინოსავით მათრობელა გაჩნდი ჩემდა სავალალოდ,
გაჩნდი ჩემდა სავალალოდ...