ციცინათელა

ჩემო ციცინათელა სად მიფრენ ნელა ნელა,
შენმა შორით ნათებამ დამწვა და დამანელა.

ანათებ და კარგი ხარ, თუმც მე არას მარგიხარ,
ჩემი იყო ის მინდა, შენ კი სხვისკენ გარბიხარ.

ისევ შენ და ისევ შენ .... ჩემო ციცინათელა,

მე ვარ შენი ერთგული, სხვა მოგატყვილებს ყველა.