ყოველ სნეულებაზე
ყოველ სნეულებაზე სიყვარული ძნელია,
ჰოი, შეყვარებულისთვის, ჰოი, ნათელიც კი ბნელია...*2
ეს ბუნების კანონი ყველასათვის ძნელია,
ჰოი, განურჩევლად იმონებს, ჰოი, კაცია თუ ქალია...*2
და შენც უნდა იცოდე, რაც ვალი და წესია,
ჰოი, თუმც ამ გრძნობას შენს გულში, ჰოი, ჯერ არ დაუკვნესია...*2
მაგრამ ერთხელ უეცრად, დაგკრავს, მოგკიდებს ალსა,
ჰოი, გაგრძნობინებს უცნაურს, ჰოი, რაღაც ციურსა ძალსა...*2