200 წლის გიტარები...
გიტარა — სიმებიანი საკრავია, ინსტრუმენტზე დაკვრა შესაძლებელია თითებით, ასევე მედიატორით. თანამედროვე გიტარა შეიძლება იყოს ექვსი, შვიდი, რვა და თორმეტ სიმიანი. ტრადიციულად, გიტარა მზადდებოდა სხვა და სხვა ხისაგან, სიმები კი ცხოველების ნაწლავებისაგან, თუმცა სიმების დამზადების მსგავსი ტრადიცია თანამედროვეობაში აღარ არსებობს, თანამედროვე სიმები არის ნეილონის ან ფოლადის. ზოგიერთი გიტარა დამზადებულია პოლიკარბონატისაგან. არსებობს გიტარის ორი ძირითადი კლასიფიკაციაა: აკუსტიკური და ელექტრო.აკუსტიკური გიტარა, ამოჭრილი კორპუსით, უკვე მრავალი საუკუნეა გამოყენებაში. თანამედროვე აკუსტიკური გიტარის სამი ძირითადი ტიპი არსებობს: კლასიკური გიტარა (ნეილონის სიმებით). ვესტერნ გიტარა (ფოლადის სიმებით) და არქ – ტოპ გიტარა. აკუსტიკური გიტარის ჟღერადობა წარმოიქმნება სიმების ვიბრაციით, რომელსაც აძლიერებს გიტარის კორპუსი (დეკა ).კლასიკურ გიტარაზე ძირითადად სრულდება კლასიკური ნაწარმოებები, ხშირ შემთხვევაში ინდივიდუალურად, შეიძლება იყოს გამოყენებული აკომპანიმენტშიც.. მას აქვს ტრადიციული ფორმა და გრიფის სიგანე არის სტანდარტული ზომის. კლასიკური ანუ ნეილონის სიმებიანი გიტარა იკვრება ძირითადად თითებით - სიმებზე გადათვლით - ამ ტექნიკას ‘’არპეჯიო’’ ეწოდება. ვესტერნ გიტარას აქვს უფრო დიდი კორპუსი (დეკა) და შედარებით ვიწრო გრიფი კლასიკურისგან განსხვავებით, აქვს რკინის სიმები და მას ხშირად საკონცერტო ‘’რიტმ’’ გიტარას უწოდებენ, თუმცა ორივე – კლასიკური და ვესტერნ გიტარაც, შეიძლბა გამოყენებული იქნას სოლო პარტიტურის შესასრულებლად. ამის უამრავი მაგალითი არსებობს თანამედროვე მუსიკაში. არქ – ტოპ გიტარა დიზაინით ვიოლინოს ჰგავს, მას ერთი ჭრილის მაგივრად გააჩნია ორი ვიოლინოს მაგვარი ჰორიზონტალური ღარი სიმების ზემოთ და ქვემოთ გვერდზე.
ელექტრო გიტარა შიქმნა 1920 - 1930 –იან წლებში, ელექტრო გიტარის გამოჩენამ მოახდინა რევოლუცია და ბევრ მუსიკალურ ჟანრს თუ მიმდინარეობას ჩაუყარა საფუძველი. გიტარა ითვლება მთავარ ინსტრუმენტად ისეთ ჟანრებში, როგორიცაა ჯაზი , ფლამენკო, რეგი, ჯაზ –როკი, როკი, მეტალი და ბევრი სხვა მუსიკალური სტილი.
კლასიკური გიტარის ისტორია.კონკრეტული ადგილ მდებარეობა, თუ სად შეიქმნა პირველი გიტარა ანუ გიტარის სამშობლო ცნობილი არ არის. მკვლევართა აზრით გიტარის სამშობლო არის აღმოსავლეთი. თარი სპარსულად სიმს ნიშნავს, თარის წინდებულები ‘’დუ’’ ორს და ‘’სი’’ სამს. (დუ –ტარა) (სი-ტარა). ასეთი დასახელება სიმების რიცხვს გამოხატავდა. ასე რომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პირველი გიტარა იყო სამ სიმიანი. ეს საკრავი მრავალი ასწლეულის წინ აღმოსავლეთიდან ძველ საბერძნეთში მოხვედრილა. იქ კი თანდათან დაივიწყეს, რომ ეს სამ სიმიანი საკრავი იყო და დროთა განმავლობაში მას ემატებოდა სიმებიც და შეეცვალა სახელიც. ჩვენამდე ეს საკრავი მოვიდა და ცნობილია გიტარის სახელწოდებით.ასე რომ გიტარის სამშობლოდ შეიძლება საბერძნეთი ვივარაუდოთ, თუმცა გიტარის მეორე სამშობლოდ ითვლება ესპანეთი, სადაც ეს საკრავი VIII—IX საუკუნეებში ფართოდ გავრცელდა, ხოლო თითქმის იმ სახით, როგორი სახითაც გვხვდება დღეს კლასიკური გიტარა, ეს ინსტრუმენტი 1860 წელს გამოიგონა ანტონიო დე ტორესმა.ესპანეთიდან გიტარა მთელ ევროპას “მოედო”. საქართველოში ის მე _19 საუკუნეში შემოვიდა.
კლასიკური გიტარა