მგზავრები - გაიღვიძა ბუნებამ
გაიღვიძა ბუნებამ და გამოჩნდა ნაპირი,
იმ ნაპირზე ნავია ჩემი გამოგზავნილი,
ნავზე თეთრი თოლია, ფიქრებს გამოჰყოლია,
ჰარმონია ბუნების, სრული მელანქოლია,
გაიღვიძა ბუნებამ და გამოჩნდა ნაპირი,
იმ ნაპირზე ნავია ჩემი გამოგზავნილი,
ნავზე თეთრი თოლია, ფიქრებს გამოჰყოლია,
ჰარმონია ბუნების, სრული მელანქოლია,
დრო დროზე ჩქარა მიქროდა,
დრო არაფერზე ფიქრობდა,
ფიქრი რად უნდა დროს,
დროს როცა უნდა თოვს,
ჩემო ციცინათელა სად მიფრენ ნელა ნელა,
შენმა შორით ნათებამ დამწვა და დამანელა.
ანათებ და კარგი ხარ, თუმც მე არას მარგიხარ,
ჩემი იყო ის მინდა, შენ კი სხვისკენ გარბიხარ.
დარგვეთელო ქალო რა დიდგულა ხარო,
გამომყევი სახლში დედა გავახარო,
გარეთ მზეა სულში ბნელა,
შენზე ფიქრი ლანდად დამდევს,
ცაში ახედე რა ლამაზია ვარსკვლავთა ცვენა,
ცაში ახედე რა ლამაზია ეს თეთრი მთვარე,
რა ლამაზია თეთრი ღრუბლები,
თავი დამადე ნუ იღრუბლები,
ასი წლის შემდეგ ისევ ქალაქში ზამთარი მოვა,
ასი წლის შემდეგ ისევ დაიწყებს ფანტელი თოვას,
ასი წლის შემდეგ ისევ გეჯდები მღელვარედ გვერდზე,
ასი წლის შემდეგ ისევ გაკოცებ მხურვალედ ხელზე.......
მე არ მესმის, როცა გეტყვაინ მიყვარდა,
არ მესმის, როცა გკითხავენ ვინა ხარ?
უბრალოდ ვხვდები რომ ცხოვრების გზითა ვარ
და მივყვები რაღაცას გაჩენილს ღვთისაგან,
ქარი კვლავ არხევს ნაცნობ ლელიანს და ბულბულები ისევ მღერიან,
რა ძველებურად გველიან ჩვენი ნაცნობი ვერხვები, ჩვენ კი არასდროს
შენს ბავშურ ღიმილს ვერვინ გაექცა,
ამ გულმა თოჯინას შეგადარა,
მე მირჩევნიხარ თვითონ ქალღმერთსაც